ასადი ჯარს გადამწყვეტი ბრძოლისკენ მოუწოდებს

ასადი ჯარს გადამწყვეტი ბრძოლისკენ მოუწოდებს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა სახელმწიფო ჯარს გადამწყვეტი ბრძოლისა და ქვეყნის გადარჩენისკენ მოუწოდა. სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ აჯანყებულთა განადგურებით გადაწყდება ქვეყნის მომავალი.

„ჩვენი ქვეყნის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული. ჩემი თქვენდამი რწმენა უდიდესია, ჩვენი საზოგადოებაც ძალიან გენდობათ. მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ ასე ებვრძვით ამ ტერორისტულ ჯგუფებს“,-მიმართა ასადმა სახელმწიფო ჯარისკაცებს.