აშშ დეპარტამენტი ჩრდილოეთ კავკასიის არასტაბილურობაზე საუბრობს

აშშ დეპარტამენტი ჩრდილოეთ კავკასიის არასტაბილურობაზე საუბრობს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიურ ანგარიშში „ტერორიზმის შესახებ - 2011“ აღნიშნა, რომ რუსეთში ტერორისტული აქტები ხდება იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ არასტაბილური სიტუაციაა.

„სეპარატიზმი, საერთაშორისო შუღლი, ბანდიტიზმი, ექსტრემალური იდეოლოგია-ეს არის იმ ყველაფრის მიზეზი, რომ ტერორისტული აქტები ხდება რუსეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, სწორედ ეს მიზეზები ახდენს ტერორიზმის პროვოცირებას რეგიონში . მაგალითად, 2011 წლის იანვარში მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „იმარატ კავკაზის“ ლიდერმა დოკუ უმაროვმა აიღო“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში.