გიგი უგულავა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს „მეეზოვის დღეს“ ულოცავს

გიგი უგულავა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს „მეეზოვის დღეს“ ულოცავს

თბილისის მერიის ინიციატივით, „მეეზოვის დღე“ უკვე მეშვიდე  წელია ტრადიციულად აღინიშნება. პროფესიული დღესასწაული მეეზოვეებს  თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად მიულოცა და სიტყვით მიმართა.

„ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 3 300 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია ვიდრე წლების წინ იყო. ქალაქში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. თბილისის მერია ქალაქის დასუფთავებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამ მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს“, - მიმართა უგულავამ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს.