თეონა აქუბარდია: ანგარიშების დაყადაღების მიზეზი ივანიშვილის შემოწირულობა გახდა თუ არა, არ ვიცი

თეონა აქუბარდია: ანგარიშების დაყადაღების მიზეზი ივანიშვილის შემოწირულობა გახდა თუ არა, არ ვიცი

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს ხელმძღვანელის თეონა აქუბარდიას განცხადებით,  ინსტიტუტის ანგარიშზე შემოწირულობის სახით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტული თანხა შეიტანა, თუმცა აღნიშნავს, რომ  მითვის უცნობია, გახდა თუ არა განვითარების კვლევითი ინსტიტუტის(GDRI) ანგარიშების დაყადაღების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა.

აქუბარდია  საქართველო განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით,  სამართლებრივი გზით ბრძოლას აპირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ  ინსტიტუტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად,  უფლება არ აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

„შესაბამისად,  „პროგრეს ბანკში“ ინსტიტუტის საბანკო ანგარიშების ყადაღის მოხსნის საკითხი გაურკვეველია. რაც, ფაქტობრივად,  იწვევს ინსტიტუტის საქმიანობის პარალიზებას“, -  განაცხდა აქუბარდიამ.

აქუბარდია განმარტავს, რომ ანგარიშების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება ინსტიტუტს არც წერილობით და არც ზეპირი ფორმით არ მიუღია.

მისივე თქმით, კვლევითი ინსტიტუტის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტების დაიცავენ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის  ანგარიშები დაყადაღდა.