“ქრისტიან-დემოკრატები” პარტიის დაჯარიმებას არ მოელიან

“ქრისტიან-დემოკრატები” პარტიის დაჯარიმებას არ მოელიან

“ქრისტიან-დემოკრატები”პარტიის დაჯარიმებას არ მოელიან. ვიცე-სპიკერი  ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ ღორის ხორცი გურჯაანში სხვადასხვა რაიონებიდან თავად მოძრაობის მხარდამჭერებმა ჩაიტანეს და არა პარტიამ.

გურჯაანში  “ქრისტიან-დემოკრატების” ღონისძიებაზე გაშლილი სუფრების შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

 “კახეთში სოფლებიდან ელარჯს ხომ არ ჩამოიტანდნენ? რაიონებიდან ღორის ხორცი ჩამოიტანეს. სამწვადე 20-30 კაცმა წამოიღო”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ამ ფაქტის შესწავლით აუდიტის სამსახური უკვე დაინტერესდა. ვეფხვაძე, კახეთში ქეიფის გამო პარტიის დაჯარიმებას არ ელის.

“პარტია რატომ უნდა დაჯარიმდეს? ჩვენ რა შუაში ვართ? ხორცი ხალხმა მოიტანა”, - ამტკიცებს ვეფხვაძე.