სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ქდმ“-ს საქმიანობით დაინტერსდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ქდმ“-ს საქმიანობით დაინტერსდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესცენტრის ხელმძღვანელის ფატი მამიაშვილის განცხადებით,  სახელმწიფო აუდიტის სამსახური  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერების მიერ,  გურჯაანში მხარდამჭერების გამასპინძლების საკითხს შეისწავლის.

მისი თქმით,  უწყება გუშინდელი შეხვედრის დეტალებით უკვე დაინტერესდა და აუდიტის სამსახური შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი.

გარცელებული ინფორმაციით, „ქრისტიან-დემოკრატების“  ლიდერები გუშინ გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოყვანილ მხარდამჭერებს შეხვდნენ.  შეხვედრის შემდეგ,  პარტიამ მემორიალზე შეკრებილ ხალხს მწვადით, კიტრით, პომიდორით, პურით და ღვინით უმასპინძლა. დიდების მემორიალზე მაგიდები დაახლოებით ათას კაცზე იყო გაშლილი.