დავით დარჩიაშვილმა თინა ხიდაშელს დაბოღმილი უწოდა

დავით დარჩიაშვილმა თინა ხიდაშელს დაბოღმილი უწოდა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით,ივანიშვილის კონგლომერატი რამდენიმე თინა ხიდაშელისნაირი დაბოღმილი პირებით არის გალამაზებული.

აღნიშნული შეფასება დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ქცევის წესების დეკლარაციაზე „ქართული ოცნების“ მიერ ხელმოწერაზე  უარის თქმასთან დაკავშირებით გააკეთა. 

„სულ არ მაინტერესბს, რას მოაწერს ხელს „ქართული ოცნება“ და რას - არა. ის არის აბსოლუტურად დესტრუქციული, წარსულსა და რუსეთზე ორინტირებული ძალა - ძველი, დაბოღმილი კლანების წარმომადგენლების, ძველი პრივილეგირებული წითელი ინტელიგენციისა და მათთან ასოცირებული კორუმპირებული წრეების კონგლომერატი, რომელიც რამდენიმე თინა ხიდაშელისნაირი დაბოღმილი პირებით არის გალამაზებული.

ილუზია იმისა, რომ მაია ფანჯიკიძისნაირი ადამიანები რაიმე რაციონალურ ნაბიჯზე წამსვლელები არიან, ნამდვილად არ მაქვს. „ქართული ოცნება“ რაციონალური მოთამაშე, დიალოგზე წამსვლელი არ არის. თუ არა და, აი ეს კაცი და მისი ფულით მოხიბლული ადამიანები ირაკლი ალასანიას ჩათვლით, არ იტყოდნენ, ხვალ და ზეგ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდებაო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით დარჩიაშვილმა.