„ქართულმა ოცნებამ“ სოფელ აკურაში ზარალი აღწერა(VIDEO)

„ქართულმა ოცნებამ“ სოფელ აკურაში ზარალი აღწერა(VIDEO)

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღწერას განაგრძობს. თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრებთა მდგომარეობა სტიქიამ მნიშვნელოვნად დაამძიმა. სოციალურად დაუცველი ოჯახები შველას ითხოვენ.

სოციალურად დაუცველმა ნელი ხატიაშვილმა „ქართული ოცნების“  ლიდერებს მისი საცხოვრებელი პირობების გაცნობა სთხოვა. არანაკლებ მძიმე ყოფაში უწევს ცხოვრება ბლუაშვილების ოჯახს.