„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა „თელასიდან“ თანამშრომლების დათხოვნას აპროტესტებს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა „თელასიდან“ თანამშრომლების დათხოვნას აპროტესტებს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა  ორგანიზაცია „თელასიდან“ თანამშრომლების დათხოვნას აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით,  „თელასთან“  „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა  დავით ფაცაციამ ბრიფინგი გამართა.

ფაცაციას განცხადებით,   კომპანიის დირექტორად  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ არსოშვილია დანიშნული, რომელმაც სამსახურიდან დაითხოვა კვალიფიციური თანამშრომლები, სამაგიეროდ კი,  კომპანიაში თავისი კოორდინატორები და „ნაციონალური მოძრაობის“  „კუნთმაგარი ბიჭები“ მიიყვანა.

მისივე განმაცხადებით,  „თელასი“ ერთ-ერთი იმ რუსულ კომპანიათაგანია,  რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში.

„ჩვენ მომსწრეები ვართ რეალობის, როცა რუსეთის ოკუპაციის პირობებში, როცა ხელისუფლება ვითომ არ ელაპარაკება რუსეთს, სინამდვილეში მასთან თანამშრომლობს“,- განაცხადა ფაცაციამ.