„ახალმა მემარჯვენეებმა“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს

„ახალმა მემარჯვენეებმა“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ დღეს დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ადგილობრივი კადრი ზვიად ქავთარაშვილი წარადგინა, რომელსაც რაიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ზვიად ქავთარაშვილი წლების მანძილზე, ყაზბეგში საქმიანობდა და რაიონს კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ, ის შესძლებს საქართველოს პარლამენტში ყაზბეგელთა ინტერესები დაიცვას, რომელთაც, გარდა ზოგადად ქვეყანაში არსებული სირთულეებისა, დამატებით სხვა უამრავი პრობლემა   აქვთ - მკაცრი კლიმატი, რუსეთის საზღვრის სიახლოვე და სხვა“,- განაცხადა დავით გამყრელიძემ.