„სათამაშო დათუნიებმა“ ბელორუსიის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა შეიწირა

„სათამაშო დათუნიებმა“ ბელორუსიის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა შეიწირა

Euronews-ის ინფორმაციით, ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ „სათამაშო დათუნიების დესანტის“ გამო თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის სასაზღვრო ჯარების უფროსი, ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების შტაბის უფროსი და სახელმწიფო სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ეს მკაცრი ნაბიჯები ალექსანდრე ლუკაშენკომ მას შემდეგ გადადგა, რაც მსოფლიოში სკანდალი გამოიწვია „სათამაშო დათუნიების დესანტმა“. მსუბუქი ძრავის თვითმფრინავმა 4 ივლისს ქვეყნის საჰაერო საზღვარი დაუბრკოლებლად გადმოლახა და ბელორუსიის ქალაქების თავზე სათამაშო დათუნიები ჩამოყარა, რომელთაც მიმაგრებული ჰქონდა წარწერები „სიტყვის თავისუფლება“.