სულხან სიბაშვილი სოფელ შავშვებში ალოობას დაესწრო

სულხან სიბაშვილი სოფელ შავშვებში ალოობას დაესწრო

  შიდა ქართლში ალოობა დაიწყო. ხორბლის მოსავლის აღებას რეგიონის  გუბერნატორი სულხან სიბაშვილი სოფელ შავშვებში  დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.   მოსავლის აღება 100 ჰა მიწის ფართობზე ხდება, სადაც   პოლონეთის მთავრობისა და გორის მუნიციპალიტეტის  ერთობლივი პროექტის ფარგლებში შავშვებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს აქვთ დათესილი მარცვლეული კულტურა.  პროექტი გასულ წელს დაიყო და მის ფარგლებში დევნილებმა  პოლონეთში ორკვირიანი თეორიული კურსი გაიარეს მარცვლეული კულტურების მოყვანა-დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებში. რის შემდეგაც მოხდა მათი კუთვნილი მიწის ფართობის დამუშავება, მათთვის  სათესლე მასალის გადაცემა,  შხამ-ქიმიკატებით,  სასუქით  და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფა.

პროექტის მიზანი იყო  დევნილებისთვის მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის გაჩენა იყო. პროექტით 150–მდე იძულებით გადაადგილებულმა  ოჯახმა ისარგებლა.