თინა ხიდაშელი: სახელმწიფომ ხარჯებზე პასუხიმგებლობა აიღოს და ღვთის ანაბარა არ უნდა დაგტოვოთ

თინა ხიდაშელი: სახელმწიფომ ხარჯებზე პასუხიმგებლობა აიღოს და ღვთის ანაბარა არ უნდა დაგტოვოთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფი ზარალის აღსაწერად თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში ჩავიდა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივის. მათი განცხადებით,  სტიქიამ დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა საგრძნობლად დაამძიმა.

როგორც კოალიციის წევრმა თინა ხიდაშელმა მოსახლეობას მიმართა, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მილიონი დაზარალებულთა ზარალის ასანაზღაურებლად სრულიად საკმარისია.

„აუცილებელია ამ ზარალზე,  ყველა იმ ხარჯზე,  რაც დაგეგმილი გვქონდა სახელმწიფომ პასუხიმგებლობა აიღოს და ღვთის ანაბარა არ უნდა დაგტოვოთ. 80 მილიონი მთლიანად საკმარისია მათთვის, რომ საცხოვრებელი სახლები მთლიანად   შეკეთდეს.  ადამიანებს ამ სახლებში  უნდა ეცხოვრებოდეს. მათ  მხოლოდ გადახურული სახურავი არ უშველის“, - განაცხადა ხიდაშელმა.