მანანა ბერიკაშვილი: მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს და არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ

მანანა ბერიკაშვილი: მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს და არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. კოალიციის  გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა და თინათინ ხიდაშელმა  გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ვენახები მოინახულეს. მათ თან ახლდათ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ადგილზე აღწერდა ზარალს.  კოალიციის წევრები გლეხების პრობლემებს გაეცნენ, მათ შეკითხვებს უპასუხეს და „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები წარუდგინეს.

„მზად ვართ გიშველოთ.  შევეცდებით ყველას ოჯახში მივიდეთ დღე და ღამე ვიმუშავებთ მაგის პრობლემა არ გვაქვს. მაგისთვის ვართ მთელი ცხოვრება და ასე გაგვაგრძელებთ. კარდაკარ ყველას ოჯახს დავივლით,  მაგრამ თქვენც უნდა დაგვეხმაროთ.  ვინც იცით,  მათსაც უნდა გააგებინოთ. თუ მიიჩნევთ,  რომ რასაც ჩვენ ვსაუბრობთ,  გლეხისთვის სასიკეთოა მაშინ,  თქვენც გააგებინეთ თქვენს მეზობლებს ვისაც ალტერნატიული ინფორმაციის წვდომის საშუალება არ აქვს“, - მიმართა თინა ხიდაშელმა მოსახლეობას.

მანანა ბერიკაშვილის თქმით, დღეს შიშის დრო აღარ არის.

„2003 წლიდან დღევანდლამდე არის ეს ხელისუფლება რა გაგიკეთათ? მე დაგიდებთ გვერდზე სასწორით თუ რა გაუკეთა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს 10 წლის განმავლობაში. დღეს შიშის დრო აღარ არის. მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს და არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ბერიკაშვილმა