განათლების ეროვნულ ცენტრს და სახალხო დამცველსა   შორის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების ეროვნულ ცენტრს და სახალხო დამცველსა შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა შოთა ნიჟარაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს  მიერ ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტირებასა და დახვეწას, რაც ხელს შეუწყობს მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.

საბჭო ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს და წინადადებებს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ნათარგმნი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების საგნობრივი რედაქტირების თაობაზე.

ორივე მხარემ  გამოთქვა მზადყოფნა, მემორანდუმის ფარგლებში აწარმოონ დიალოგი, მოახდინონ რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის, მიუხედავად სტატუსისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, ფიზიკური შესაძლებლობისა და სხვ. საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეკომენდაციებსა და წინადადებებს განიხილავენ და ერთობლივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ყველა მოქალაქეს საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციაში დაეხმარება.