მსოფლიოში ანტისემიტური განწყობის ზრდა შეინიშნება

მსოფლიოში ანტისემიტური განწყობის ზრდა შეინიშნება

მსოფლიოში ანტისემიტური განწყობის ზრდა შეინიშნება, ამის შესახებ საუბარია 2011 წელს მსოფლიოში რელიგიური და სინდისის თავისუფლების ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს გამოაქვეყნა.

ანგარიშში ასევე საუბარია რელიგიური უმცირესობების მიმართ აგრესიის ზრდაზეც.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, რელიგიური შეუწყნარებლობა შარშან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩებოდა.

ანგარიშის მიხედვით,ამ კუთხით განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბაჰრეინში, ერაყსა და რუსეთში.

იმ ქვეყნებს შორის კი, რომლებიც სისტემატურად არღვევენ სინდისის თავისუფლების პრინციპებს დასახელდნენ ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და საუდის არაბეთი.