სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”დიდგორი 2012” დასრულდა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”დიდგორი 2012” დასრულდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისში” სამეთაურო-საშტაბო სწავლება ”დიდგორი 2012” დასრულდა.

 დახურვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე ესწრებოდნენ. სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის პირველმა პირებმა სწავლების მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით გავლის  სერთიფიკატები გადასცეს.

”დიდგორი 2012”  ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ჩატარდა. სწავლების მიზანი სამეთაურო რგოლის მართვის უნარების დახვეწა იყო.  სწავლების მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები პირობითი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ და ოპერატიულად ასრულებდნენ დაკისრებულ დავალებებს. წვრთნაზე გამოყენებული იყო რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებულ სპეციალური სიმულატორები.

3T-ს კონცეფციიდან გამომდინარე, სამეთაურო-საშტაბო სწავლებებს  მნიშვნელოვანი როლი აქვთ შეიარაღებული ძალების განვითარებაში.