„თავისუფალი საქართველო“:  ხელისუფლება ბათუმში ეპიდემიის ნიშნებს ხელოვნურად მალავს

„თავისუფალი საქართველო“: ხელისუფლება ბათუმში ეპიდემიის ნიშნებს ხელოვნურად მალავს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აჭარაში ბაშვებში ნაწლავური დაავადებების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, პარტიაში აცხადებენ, რომ  მედიკოსთა თქმით, აღნიშნულის მიზეზი შავი ზღვის დაბინძურებული სანაპირო ზოლია.

როგორც პარტიაში აცხადებენ,  ხელისუფლება შესაძლო ეპიდემიის პრევენციისთვის არანაირ რეაგირებას არ ახდენს და ამის მიზეზი  სეზონზე ტურისტების მოზიდვისთვის საფრთხის შექმნაა.

 პარტია  „თავისუფალი საქართველო“ აფთხილებს საზოგადოებას, რომ აჭარაში, კერძოდ, ბათუმში ზღვაზე ბანაობა საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

 ამასთან, პარტია მიიჩნევს, რომ ტურისტების რაოდენობაზე პრიორიტეტული, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს შექმნილი ვითარების ადექვატურად და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ეპიდემიის რისკი მინიმუმამდე დავიდეს.