ფილიპინებზე ქარიშხალმა შვიდი ადამიანი იმსხვერპლა

ფილიპინებზე ქარიშხალმა შვიდი ადამიანი იმსხვერპლა

წყნარ ოკეანეში ქარიშხალმა სახელწოდებითვ „საოლა“ მინიმუმ შვიდი ადამიანი იმსხვერპლა ფილიპინებზე. მთლიანად დატბორილია კუნძული ლუსონი და არქიპელაგის კიდევ რამდენიმე კუნძული. ქარიშხლის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევდა.

სტიქიამ ზიანი მიაყენა დაახლოებით 40 000-მდე ადამიანს, 11 000 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.

ქარიშხალი „საოლა“ ამჯერად ტაივანისკენ მიემართება.