უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების კამპანია ძალაში შევიდა. უკრაინის დედაქალაქში ხელისუფლების საწინააღმდეგო ორი დემონსტრაცია გაიმართა. ოპოზიციის მომხრეები უმაღლესი რადას შენობის წინ შეიკრიბნენ და საკანონმდებლო ორგანოსგან რუსული ენის შესახებ კანონის გაუქმება მოითხოვეს.
უკრაინელი ექსპერტები მიჩნევენ, რომ ამჯერად ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ამ თამაშში თითო-თითო „ჯოკერი“ გააჩნიათ-ტიმოშჩენკო და ენის კანონი.
„ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი ბერკეტი გააჩნია ტიმოშჩანკოს სახით, მართალია იულია ტიმოშჩენკოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, მაგრამ მას დასავლეთი და ევროპა მხარს დუჭერს.
რაც შეეხება იანუკოვიჩის მომხრეებს, ისინი რუსულენოვანი რეგიონების მიმხრობას სწორედ ამ კანონის მეშვეობით ცდილობენ, თუმცა ამას ხმამაღლა არ აცხადებენ. სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებთან შედარებით, ენის შესახებ კანონის პრობლემა მესამე ადგილზე გადადის. როგორც კი ხელისუფლება ამ კანონის ხსენებას დაიწყებს, მაშინ შეუძლია ოპოზიციას ეს ბერკეტი თავის სასარგებლოდ შეატრიალოს, თორემ წინასწარ ამ საკითხზე ჩხუბს და დემონსტრაციების გამართვას აზრი არ აქვს“,-აცხადებს უკრაინელი პოილიტოლოგი კონსტანტინე მატვიენკო.