დასრულდება თუ არა ალეპოში სირიის ომი?

დასრულდება თუ არა ალეპოში სირიის ომი?

Euronews-ის ინფორმაციით, ალეპოს სირიის სამოქალაქო ომში მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა შეუძლია. ვინც შეძლებს ქალაქის ხელში აღებას, ის მოიგებს ომს. აჯანყებულები აცხადებენ, რომ ალეპო ასადის ჯარების სასაფლაო გახდება. აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს ალეპოსთან მდებარე სასაზღვრო გამშვები ანადანის პუნქტი, რის შედეგადაც ისინი უკვე აკონტროლებენ  თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას.

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ დღე-ღამეში მოკლულია 40 ადამიანი. გაეროს დამკვირვებელთა განცხადებით კი ძალადობა არა მარტო ხელისუფლების, არამედ აჯანყებულთა მხრიდანაც შეიმჩნევა.

ბოლო მონაცემებით, 10 დღის განმავლობაში ალეპო 200 000 ადამიანმა დატოვა. დევნილების ძირითადი ნაწილი თურქეთში გადავიდა, ნაწილმა კი იორდანიას, ერაყსა და ლიბანს შეაფარა თავი.