სააკაშვილი: ვინც არ უნდა ეპოტინოს კახეთს ხელებით, მთავარია ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდებიან და ხელს ნუ შეგვიშლიან

სააკაშვილი: ვინც არ უნდა ეპოტინოს კახეთს ხელებით, მთავარია ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდებიან და ხელს ნუ შეგვიშლიან

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მართალია, დღეს ყველა ის პრობლემა არაა მოგვარებული, რაც სტიქიის შედეგად მიადგა ამ რეგიონს,  თუმცა აღნიშნა, რომ „ჩვენ ამას გავაკეთებთ სამჯერ უფრო სწრაფად ვიდრე, ნებისმიერი მთავრობა გააკეთებდა უცხოეთში და რა თქმა უნდა,  საქართველოს წინა მთავრობებს არც შევადარებ“.

პრეზიდენტის განცხადებით, კახეთი განსაკუთრებული რეგიონია, რადგან  ქართული სახელმწიფოებრიობის აკვანი სწორედ, აქ დაირწა.

„ის რომ ჩვენ ასეთი მობილიზება გავაკეთეთ, შევშფოთდით ეს განპირობებულია იმით, რომ  კახეთი უბრალოდ ადგილი არაა, კახეთი საქართველოს სულია.  ვინც არ უნდა ეპოტინოს კახეთს ხელებით,  მთავარი რაც ჩვენ გვინდა,  რომ ფეხქვეშ ნუ გაგვებლანდებიან და ხელს ნუ შეგვშლიან იმ დიდ გეგმებში, რომლებიც  კახეთში გვაქვს განსახორციელებელი.  ამ გეგმის საბოლოო მიზანია,  თითოეული ოჯახი  ცხოვრობდეს წელში გამართულად,  ერთხელ და სამუდამოდ დაავიწყდეთ გაჭირვება,  განავითარონ საკუთარი მეურნეობა და  ისეთი წარმატებულები იყვნენ, როგორც არასდროს ყოფილან“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ 8 წლის წინ, მათ გაშლილი,  განადგურებული,  ფეხქვეშ გათელილი და  იმედ დაკარგული ქვეყანა  ჩაიბარეს.

„და ყველამ ერთად  ისე ავაწყვეთ,  ახლა შესაძლებელია ვიამაყოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.