სააკაშვილმა კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა

სააკაშვილმა კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის დასახმარებლად თავდაუზოგავად შრომობდნენ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თითოეულ მათგანს პრეზიდენტის ინიცირებული მედალი გადაეცემა.

„დღეს აქ შეგკრიბეთ, რათა მთელი საქართველოს სახელით, კახეთისა და კახელების სახელით, მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ გასაჭირის ჟამს, ომში თუ მშვიდობაში, პირველი დამხმარე ჩვენი ხალხის, ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ამას საჭიროებს, დგას ჩვენი შეიარაღებული ძალები და თითოეული თქვენგანი“, - მიმართა სამხედროებს პრეზიდენტმა.