შსს  რუისთან  მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს რუისთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც   from.ge  უცვლელად გთავაზობთ.

"ცეენტრალური მაგისტრალის თბილისი-სენაკი - ლესელიძის 95 კილომეტრზე დღეს 18:55 სთ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა . ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხ. მე-5 ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება.  გამოძიების ინფორმაციით. ავტომობილმა „ოპელ ასტრამ" სახელმწიფო ნომრით DRD  - 837 გადაკვეთა ღერძულა ხაზი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს „შკოდა სკაუტს"  შშP-043  შეეჯახა. „ოპელ ასტრას" მძღოლი ალექსანდრე გვარამია ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება რვა ადამიანმა მიიღო,"- ნათქვამია განცხადებაში