პრეზიდენტის ესკორტის ავტომანქანა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ოპელ ასტრას  შეეჯახა

პრეზიდენტის ესკორტის ავტომანქანა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ოპელ ასტრას შეეჯახა

თვითმხილველების თქმით,  რუისთან პრეზიდენტის ესკორტის ავტომანქანა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ოპელ ასტრას ფირმის ავტომობილს შეეჯახა. ამ ინფორმაციას სააგენტო „ინფო9“ ავრცელებს.

სააგენტოს  ინფორმაციით ოპელ ასტრას მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ამავე ავტომანქანის 4 მგზავრი(მათ შორის 40 წლის ჯინა კარტოზია, 19 წლის მარიამ გვარამია, 9 წლის ანა სოსელია და 2 წლის ნიკო ქადარია) ქარელის სავაადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო9"-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც გორის სავაადმყოფოსთან იმყოფება, ტერიტორიის დატოვება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს და კამერის წართმევა სცადეს. სავარაუდოდ დაშავებულები გორის სავაადმყოფოშიც მიიყვანეს. გორის სავაადმყოფოს მთელ პერიმეტრს ძალოვანები აკონტროლებენ.