მიხეილ სააკაშვილი ბორჯომს ესტუმრა

მიხეილ სააკაშვილი ბორჯომს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბორჯომს ესტუმრა და იქ მშენებარე სასტუმროები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ბორჯომის პარკშიც იმყოფებოდა. ქვეყნის პირველი პირი იქ მიმდინარე მშენებარე და სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას, დამსვენებლებსა და ტურისტებს გაესაუბრა.