ზვიად ძიძიგური: „ნაცმოძრაობას“თავიდან ბოლომდე ყველაფერი ძალიან აერია

ზვიად ძიძიგური: „ნაცმოძრაობას“თავიდან ბოლომდე ყველაფერი ძალიან აერია

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ სახელმწიფო და საჯარო სამსახურებში მომუშავეები, ძალიან ხშირად აფიქსირებენ ჩვენთან, რომ ისინი მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ გამოხატავენ. ეს კი მაჩვენებელია იმის, რომ სააკაშვილის მთავრობაში სრული ჰარმონია აღარ არის.

პოლიციის თანამშრომლები, სამხედრო მოსამსახურეები, გამგეობის წევრები, სამინისტროების თანამშრომლები ჩვენთან საუბრებში ძალიან ხშირად აფიქსირებენ თავის პოზიციებს.  აცხადებენ, რომ მიუხედავად იმის, რომ ისინი სახელმწიფო და საჯარო სამსახურებში მუშაობენ, თავიანთ არჩევნებში თავისუფალნი არიან და ბევრი აფიქსირებს თავის მხარდაჭერას „ქართული ოცნების“ მიმართ.

რაც შეეხება ხელისუფლებაში დაპირისპირების ფაქტს, ვფიქრობ ვანო მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა და ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნა იყო სერიოზული შეცდომა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. შს სამინისტროში ახალაიას გამოჩენას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრიან, ვანო მერაბიშვილი არ არის ის ტიპი, რომელიც პრემიერობას სრულყოფილად შეძლებს. შს სამინისტროდან ძალიან ბევრი კადრების გადასვლა დაიწყო პრემიერის აპარატში, თავდაცვის სამინისტროდან შს სამინისტროში და ა.შ. . „ნაცმოძრაობას“ ძალიან აერია ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ეს ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილის მთავრობაში სრული ჰარმონია არ არის. ეს მოსალოდნელიცაა, იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელისუფლების შეცვლის მაღალი შესაძლებლობა დაინახეს,მათ ძველებური ჰარმონია ერთმანეთში ვეღარ ექნებათ“,-აცხადებს ძიძიგური.