ილია მეორე: მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და ვთხოვ ყველას, სიბრძნე და  მოთმინება იქონიოთ

ილია მეორე: მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და ვთხოვ ყველას, სიბრძნე და მოთმინება იქონიოთ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

პატრიარქმა ყველა მხარეს სთხოვა, რომ კამათისა თუ საუბრის დროს ნუ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას და მოთმინება იქონიონ.

„მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები და მე ვთხოვ ყველას, იქონიოთ სიბრძნე, მოთმინება და ისეთი სიტყვა არ თქვათ, რომ მერე შეგრცხვეთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანს შეუძლია როგორც ბევრი სიკეთე გააკეთოს, ასევე ბევრი ბოროტებაც გააკეთოს. ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება, შეუძლია ბევრი სიკეთე და ბევრი ბოროტება გააკეთოს, ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ ყველას სიკეთე აკეთებინოს. უფალი იყოს ჩვენი მასწავლებელი, წინამძღვარი. თუ ჩვენ გვექნება იმედი და მივენდობით ღვთის ნებას ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ილია მეორემ.