ინდოეთში მატარებელში გაჩენილმა   ხანძარმა 47 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთში მატარებელში გაჩენილმა ხანძარმა 47 ადამიანი იმსხვერპლა

FrancePress-ის ინფორმაციით, ინდოეთის ერთ-ერთ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრავ მატარებელში გაჩენილმა ხანძარმა 47 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ანდხრა-პრადეშის შტატის ქალაქ ნელლორში მეისრემ შეამჩნია, რომ სამგზავრო მატარებელის, რომელიც სადგურს უხალოვდება, რამდენიმე ვაგონს ცეცხლი ეკიდა. მატარებელი გააჩერეს, თუმცა ცეცხლი ვაგონებს სწრაფად მოედო. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. თუმცა დიდი მსხვერპლი თავიდან მაინც ვერ აიცილეს.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პირველადი ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენების მოკლე ჩართვამ გამოიწვია.