მესტიის გამგებლად  ილია ჯაფარიძე დაინიშნა

მესტიის გამგებლად ილია ჯაფარიძე დაინიშნა

მესტიას ახალი გამგებელი ჰყავს. ახალ გამგებლად მესტიის საკრებულოს უკვე ყოფილი წევრი ილია ჯაფარიძე დაინიშნა.

 ყოფილმა გამგებელმა შმაგი ნაკანმა თანამდებობა 25 ივლისს დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მუშაობის გაგრძელებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რა თანამდებობაზე უცნობია.