ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილი, ქართველი ჯარისკაცი, ვალერი ფანცულაია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
კაპრალი ფანცულაია 6 იანვარს, თალიბების თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა, მასთან ერთად დაიჭრა და შემთხვევის ადგილზე დაიღუპა კაპრალი შალვა ფაილოძე.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფანცულაია, ჯერ გერმანიის და შემდგომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იწვა. თუმცა, როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ დაჭრილი ჯარისკაცი ამ ხნის მანძილზე გონზე არ მოსულა სამედიცინო აპარატზე იყო მიერთებული. ის 26 ივლისს გარდაიცვალა.
კაპრალი ფანცულაია მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.
გივი ფანცულაია, სენაკიდანაა, მისი გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ნატოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის განმავლობაში ჩვენმა შეიარაღებული ძალებმა 17 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
პირველი ქართველი სამხედრო 2010 წლის 5 სექტემბერს დაიღუპა ავღანეთში ჰელმენდის პროვინციაში 31-ე ბატალიონის მეთაური მუხრან შუკვანი. შუკვანი მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერიდან იყო.
2010 წლის 30 სექტემბერს, შუკვანის დაღუპვიდან, ზუსტად 25 დღეში, ავღანეთში ოთხი ქართველი, სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალები - გიორგი კოლხიდაშვილი და ნუგზარ კალანდაძე საბრძოლო დავალების შესრულებისას ნაღმზე აფეთქდნენ.
2011 წლის 22 თებერვალს ნაღმზე, აფეთქების შედეგად დაიღუპა კაპრალი გიორგი ავალიანი, ის, ვანის რაიონის სოფელ ციხესულორიდან იყო. ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალები ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე – დაიჭრნენ.
2011 წლის 5 მარტს აფეთქების შედეგად დაჭრილი კაპრალი ვალერი ვერსკიანი, რომელმაც ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო, გერმანიაში, სამხედრო ჰოსტიპალში გარდაიცვალა.
2011 წლის 27 მაისს ნაღმზე აფეთქდა 33-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, ლავროსი ივანიაძე.
2011 წლის ივნისში დაიღუპა მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, რიგითი, გია გოგუაძე.
2011 წლის აგვისტოში პატრულირებისას თალიბების ტყვიამ იმსხვერპლა უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე.
2011 წლის 31 დეკემბერს თვით ნაკეთ ნაღმზე აფეთქდა კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი.
2012 წლის 6 იანვარს თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცი, კაპრალი შალვა ფაილოძე დაიღუპა. იგი, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწიდან იყო.
2012 წლის 21 თებერვალს მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის კაპრალები, ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა დაიღუპნენ.
2012 წლის 24 აპრილს, სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქდა.
2012 წლის 26 ივლისს, გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა კაპრალი გივი ფანცულაია.