მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა ტაჯიკეთში მიმდინარე შეიარაღებული შეტაკებების შესახებ, ტაჯიკეთის ხელისუფლება მომხდარისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაციებს უკვე აღარ მალავს.
„ყველა მცდელობა მშვიდობიანად მოგვარებულიყო აიემბიკოვსა და მისი ჯგუფის წევრებთან მოლაპარაკებები, უშედეგოდ დასრულდა. ჩვენ გენერალ ნაზაროვის სიკვდილში ეჭვმიტანილთა ჩაბარება ვითხოვთ. აიემბიკოვმა გარს შემოიკრიბა მებრძოლები, წინააღმდეგობა გაუწია არა მარტო საგამოძიებო მუშაობას, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც შეუქმნა საშიშროება“,-ნათქვამია ტაჯიკეთის ბადახშანსკის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცოპერაციის ჩატარებისას დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის ორი მშვიდობიანი მოქალაქე, დანგრეულია ორი საცხოვრებელი სახლი.
არაოფიციალური ინფორმაციით კი ორივე მხარეს დაღუპულია 42, დაჭრილია 63 ადამიანი, რაიონს ასობით მოსახლე ტოვებს.
ტაჯიკეთის მთავრობის შეიარაღებულმა რაზმებმა გენერალ ნაზაროვის მკველელობასთან დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩაატარეს ბადახშანსკის რაიონში, სადაც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა საველე მეთაურის აიემბიკოვის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს.