„თავისუფალი საქართველო“ მერაბ არევაძის საქმეზე სასამართლო პროცესს დააკვირდება

„თავისუფალი საქართველო“ მერაბ არევაძის საქმეზე სასამართლო პროცესს დააკვირდება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მერაბ არევაძის საქმეზე სასამართლო პროცესისთვის  დაკვირვებას აპირებს. ამის შესახებ პარტიის მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ადგილობრივები გამოთქვამენ საფუძვლიან ეჭვს, რომ გამოძიება მიკერძოებით წარიმართა და შესაძლოა დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ.

„თავისუფალი საქართველო“ ყურადღებით დააკვირდება სასამართლოს მიმდინარეობას. პარტია მოუწოდებს არასამთავრობო სექტორს, განახორციელოს მონიტორინგი პროცესზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ინციდენტების შემდგომი გაგრძელება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 9 აგვისტოს არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 19 მაისს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მერაბ არევაძის გვამი იპვეს. ის ამავე პარკში რეინჯერად მუშაობდა.