ბიძინა ივანიშვილი მესტიის რაიონ სოფელ ხაიშის მოსახლეობას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი მესტიის რაიონ სოფელ ხაიშის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი მესტიის რაიონს ეწვია. პირველი შეხვედრა მან სოფელ ხაიშის მოსახლეობასთან გამართა.

 კოალიციის ლიდერი ზემო სვანეთის მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა და მაღალმთიან რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაცია მოისმინა. 

ხაიშში გამართულ შეხვედრას ექსცესების გარეშე გარეშე არ ჩაუვლია. მიმდებარე ტერიტორიაზე "ნაციონალი მოძრაობის აქტივისტები იყვნენ შეკრებილნი. ისინი სოფლის ცენტრში ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან და ასევე რაიონებიდან სამარშუტო ტაქსებით მოიყვანეს.

რამდენიმე ქალბატონმა შეხვედრის ჩაშლა სცადა, თუმცა მოგვიანებით კოალიციის ლიდერთან გასაუბრება არ ისურვა და ტერიტორია ისე დატოვა. 

ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამაც გააცნო და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

შეხვედრის ბოლოს კოალიციის ლიდერმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.