"ახალი მემარჯვენეების" საიტზე შეტევა განხორციელდა

"ახალი მემარჯვენეების" პრესსამსახურის ცნობით პარტიის ვებ-გვერდზე NRP.GE  შეტევა განხორციელდა.

ამის გამო საიტის ფუნქციონირება ამ დროისთვის შეწყვეტილია.

პარტიის წარმომადგენლები სამართალდამცავ ორგანოებს  და შესაბამის უწყებებს აღნიშნული ფაქტის შესწავლასა და გამოძიებისკენ მოუწოდებენ.