Skype პოლიციასთან თანამშრომლობს?

Skype პოლიციასთან თანამშრომლობს?

მიუხედავად იმის, რომ Skype-ის ხელმძღვანელობამ უარჰყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავებს ხელი მიუწვდებათ მომხმარებლების ნებისმიერი საუბრის მოსმენასა და მიმოწერაზე, რადგან კომპანიამ მათ სპეციალური დაცვითი სისტემა მოუხსნა, ეჭვები მაინც რჩება.

Skype-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ის მხოლოდ სპეციალური მოთხოვნის შედეგად წარუდგენს მომხმარებლის მიმოწერებს სამართალდამცავებს.

პირველად ამის შესახებ პრეტენზია საკმაოდ გავლენიანმა ბლოგმა Conceivablytech-მა ერთი წლის წინ გამოთქვა,როდესაც მათი მიმოწერები ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის.