თურქეთში სირიის დასახმარებელი საიდუმლო ბაზა გაიხსნა

თურქეთში სირიის დასახმარებელი საიდუმლო ბაზა გაიხსნა

ყატარისა და საუდიის არაბეთთან ერთად თურქეთში სირიის აჯანყებულთა დასახმარებლად საიდუმლო სამხედრო ბაზა გაიხსნა.

„ბაზა კოორდინირებას გაუწევს აჯანყებულებს, დაეხმარება მათ. ბაზის მუშაობაში ყატარელი, თურქი და საუდიის არაბეთის ოფიცრები მონაწილეობენ, თუმცა ტექნიკურ მხარეს ამერიკა განაგებს. სწორედ ამერიკელები აკონტროლებენ აჯანყებულებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას“-იუწყება Reuters.

ბაზის, რომელიც საზღვრისპირა ქალაქ ადანში მდებარეობს,  შექმნის ინციატორი საუდიის არაბეთი გახლდათ. ანკარაში წინადადება განიხილეს და მონაწილეობაზე ყატარმაც თანხმობა განაცხადა. ბაზის კონკრეტული ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა ბაზა სავარაუდოდ, ამერიკის სამხედრო ბაზის „ინჯერლიკსი“ ტერიტორიაზეა განლაგებული.