ინდიელი ჯონი დეპის ახალი კადრები „მარტოხელა რეინჯერიდან“(VIDEO)

ინდიელი ჯონი დეპის ახალი კადრები „მარტოხელა რეინჯერიდან“(VIDEO)

ინტერნეტსივრცეში ფილმ  „მარტოხელა რეინჯერის“ გადაღებებიდან ჯონი დეპის მონაწილეობით ახალი კადრები გავრცელდა. კადრებში დეპს ინდიელის გრიმი უკეთია, რაც ისე ცვლის რომ, რთული ამოსაცნობია. 

ფილმის გადაღების იდეა უკვე წლებია არსებობს.  პროექტი 10 წლის წინ, 2002 წელს დაიწერა, თუმცა მისი გადაღების დაწყება. სხვადასხვა, მიზეზების გამო 2012 წლამდე ვერ ხერხდებოდა.

„მარტოხელა რეინჯერის” ამ ვერსიის რეჟისორი გორ ვერბინსკია, პროდიუსერი კი – ჯერი ბრუკჰაიმერი. ვარაუდობენ, რომ ფილმი კინოეკრანებზე 2014 წელს გამოვა.

ფილმში მთავარ, „მარტოხელა რეინჯერის“ როლს რაიან გოსლინგი თამაშობს, ხოლო ინდიელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯონი დეპი. ისინი ერთად თამაშობდნენ ფილმებში: „კარიბის ზღვის მეკობრეები” და „რანგო”.

სიუჟეტის მიხედვით, მარტოხელა რეინჯერი ველურ დასავლეთში მოგზაურობს და ბოროტებას ებრძვის. ამაში მას ინდიელი, სახელად ტონტო ეხმარება.

„მარტოხელა რეინჯერის” პერსონაჟი ამერიკულ პუბლიკას ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში შესთავაზეს. დღეისათვის, ის მრავალრიცხოვანი სატელევიზიო ფილმის თუ კინოსურათის, სერიალის და რადიოდადგმის გმირია.