სააკაშვილმა და უგულავამ  თელავში საბავშვო სკვერი გახსნეს

სააკაშვილმა და უგულავამ თელავში საბავშვო სკვერი გახსნეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს სტიქიით დაზარალებულ თელავში საბავშვო სკვერი გახსნეს. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ინიციატივა სწორედ თბილისის მერს ეკუთვნის.

დღესვე, სააკაშვილმა მოსახლეობას განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახლში ჯერჯერობით არ შესულან, ისინი აპირებენ თითოეული მათგანის ნახვას, მათ გადახურვას და შესაბამისი ზომების მიღებას.

„იცით, რომ სტიქიის პირველი დღიდან თელავში ჩამოვიდნენ თბილისის დასუფთავების სამსახური, რომელიც ასუფთავებდა აქაურობას, ჩამოვიდნენ ყველა სამსახურები და ყველა რეგიონის წარმომადგენლები და ეს არის საერთო ქართული აღდგენის პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ დაწყებულა მხოლოდ სტიქიის გამო, თუმცა ამან მოგვცა დიდი სტიმული და არ გაჩერდება არც სტიქიის ლიკვიდაციით, იმიტომ, რომ ყველა შევიდა გემოში, როგორმე ბოლომდე მაგრად და ბოლომდე მივიყვანოთ თელავში საქმე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

აღნიშნული სკვერი თელავში  გზატკეზილის #1 -ში გაიხსნა.