რუსები ამერიკელი ბავშვების აგენტურულ ქსელში ჩაბმას ცდილობდნენ

რუსები ამერიკელი ბავშვების აგენტურულ ქსელში ჩაბმას ცდილობდნენ

The Wall Street Journal -ის ინფორმაციით რუსეთი ამერიკელი ბავშვების აგენტურულ ქსელში ჩართვას გეგმავდა. რუსი აგენტების ჯგუფის სურვილი იყო ბავშვებს, რომლებიც ამერიკაში იყვენენ დაბადებულნი, მათ სასარგებლოდ ემუშავათ. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ანდრეი ბეზრუკოვისა და ანა ვავილოვას , რომლებიც 10 წელი ამერიკაში დონალდ ჰიტფილდისა და ტრეისი ფოლის სახელით ცხოვრობდნენ,  შვილთან ტიმ ფოლთან. ტიმი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გახლდათ.

მშობლებთან საუბრის შემდეგ, ტიმმა თანხმობა განაცხადა და რუსეთში გამგზავრებასაც დათანხმდა, სადაც ის სპეციალურ მომზადებას გაივლიდა. მეტი დეტალები ჯერჯერობით არ სახელდება. საქმე ძიების პროცესშია. ცნობილი გახდა ისიც, რომ რუსული ჯგუფი კიდევ რამდენიმე ბავშვთან მუშაობდა.

The Wall Street Journal -ის ინფორმაციით, „აგენტების საქმის“გამოძიებისას დადგინდა რუსი აგენტების ვინაობაც: ვალდიმერ და ლიდია გურევები, მიხეილ კუცკი და ნატალია პერევერზევა, ანდრეი ბეზრუკოვი და ელენა ვავილოვა, მიხეილ ვასენკოვი და ვიკი პელაეზი, ანნა ჩაპმანი და მიხეილ სემენკო. ეს წყვილები გამოგონილი სახელით და გვარით წლების განმავლოაბში ცხოვრობდა ამერიკაში, მუშაობდნენ სერიოზულ თანამდებობაზე და აგენტურულ საქმიანობას ეწეოდნენ რუსეთის სასარგებლოდ.