დაჩი ცაგურია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან შექმნილ მდგომარეობაზე პრესკონფერენციას გამართავს

დაჩი ცაგურია საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან შექმნილ მდგომარეობაზე პრესკონფერენციას გამართავს

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია დღესმ  საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან  პრესკონფერენციას გამართვას, სადაც საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებთან შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრებს.

"საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებული მდგომარეობა დღეისათვის ასეთია: ქართველი მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ მამისონის უღელტეხილის საკონტროლო პუნქტი დაეტოვებინათ და 20 კმ-ით ქვეყნის სიღრმეში უკან დაეხიათ. თუშეთში, დიკლოს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთმა თვითნებურად 3 კმ-ით გადმოიწია საზღვარი და 24 კვ.კმ მიიტაცა. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე ზოგიერთ ადგილას მოხდა საზღვრის თვითნებური გადმოწევა საქართველოს სიღრმეში (მამისონის უღელტეხილთან, ლარსის საგუშაგოსთან, თუშეთში დიკლოს მთასთან, ხევსურეთში - სოფელ ფიჭვნართან); საქართველო - რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული 44 გადასასვლელიდან 24-ს მთლიანად რუსეთი აკონტროლებს“, - აცხადებს ცაგურია.

მისივე განმარტებით, მიუხედავად ასეთი მძიმე სიტუაციისა, საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს საკუთარ ხალხს კონკრეტულ და მკაფიო განმარტებებს და ხშირ შემთხვევაში მსგავსი ფაქტების მიჩქმალვა ხდება.

„ხელისუფლება ვალდებულია, აუხსნას საკუთარ ხალხს, თუ რა მიზეზით დათმო ძირძველი ქართული მიწები და რა კულუარულ გარიგებას აწარმოებდა საქართველოს მოქალაქეების ზურგსუკან ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლებასთან. მივმართავთ საქართველოს არსებულ ხელისუფლებას, აღნიშნული ტერიტორიების გასხვისების მიზეზები მკაფიოდ განმარტოს" - დასძინა მან.