მირანდა კერი და ორლანდო ბლუმი შორდებიან? (VIDEO)

მირანდა კერი და ორლანდო ბლუმი შორდებიან? (VIDEO)

წლევანდელი ზაფხული ვარსკვლავური წყვილების სკანდალური განქორწინების  სეზონია. ჯონი დეპისა და ვანესა პარადის, ტომ კრუზსა და ქეით ჰოლმსის განქორწინების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონიო ბანდერასი და მელანი გრიფიტიც შორდებოდნენ, თუმცა წყვილმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო. იმედია შემდეგ ჭორის შემთხვევაშც ასე იქნება, რადგან პრესა ამჯერად  ორლანდო ბლუმისა და მირანდა კერის დაშორებაზე ალაპარაკდა.  29 წლის სუპერმოდელი მირანდა კერი, გასულ კვირას ნიუ-იორკში ნიშნობის ბეჭდის გარეშე მარტოდმარტო დაეხეტებოდა.  ზუსტად იგივე სურათი იხილეს პაპარაცებმა ორლანდო ბლუმთანაც, რომელსაც კერის მსგავსად  ქორწინების ბეჭედი არ ეკეთა.

პრესაში საუბრობენ, რომ ეს ფაქტი შესაძლოა იმ მიზეზითაა გამოწვეული, რომ წყვილს შორის ურთიერთობა დაძაბულია და შეიძლება საერთოდ დასრულდეს. მირანდა კერი ამჟამად  ნიუ-იორკში მარტო იმყოფება, სადაც რამდენიმე ტელეპროექტში იღებს მონაწილეობას.  მოდელის მენეჯერი, კერისა და ბლუმის ირგვლივ  გავრცელებულ ყველა ჭორს კატეგორიულად უარყოფს, თავად ვარსკვლავები კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

მირანდამ და ორლანდომ ერთმანეთი 2006 წელს  ნიუ-იორკში, მოდის ჩვენებაზე გაიცნეს. ერთი წლის შემდეგ, დაიწყეს შეხვედრა, სამი წლის მერე კი ნიშნობის შესახებ გააკეთეს განცხადება და ერთ თვეში იქორწინეს.

ორლანდოსა და მირანდას ქორწინება ტაბლოიდებისათვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. ცერემონიალი ლოს-ანჯელესში გაიმართა. ამ წლის იანვარში, წყვილს ვაჟი, კრისტოფერ ფლინ ბლანშარ კოუპლენდ ბლუმი შეეძინა.