ამერიკელები რუსული ბინზეს-კომპანიების  ექსპანსიების შეჩერებას ითხოვენ

ამერიკელები რუსული ბინზეს-კომპანიების ექსპანსიების შეჩერებას ითხოვენ

აშშ-ს პროფკავშირებმა ამერიკის კონგრესს წერილი გაუგზავნეს, სადაც ითხოვენ ზომები მიიღონ რუსული ბინზეს-კომპანიების  ექსპანსიების შესაჩერებლად, რადგან რუსეთის მსო-ში გაწევრიანებამდე, რუსული კომპანიები ამერიკულ ბაზარს დაიპყრობენ.

„გამოდის ისე, რომ ჩვენ მათ კარებს მთლიანად ვუღებთ, ისინი კი სულ ცოტას შეგვიღებენ. ისინი აავსებენ თავისი საქონლით ჩვენს ბაზრებს, სადაც ჩვენი ექსპორტისთვის ადგილი არ დარჩება. ეს პროცესი კი ქარხნების დახურვამდე, მუშახელის შემცირებამდე და ცხოვრების დონის დაწევამდე შეიძლება მივიდეს“,-ნათქვამია წერილში.

პროფკავშიები ამერიკის ხელისუფლებას ავალდებულებენ,  მოსთხოვოს რუსეთს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მან მსო-ში გაწევრიანებისთვის აიღო.