ირანი : მოხსენით სანქციები და ბირთვულ იარაღზე შემდეგ დავილაპარაკოთ

ირანი : მოხსენით სანქციები და ბირთვულ იარაღზე შემდეგ დავილაპარაკოთ

მსოფლიოს ლიდერებისა და ოფიციალური თეირანის შეხვედრა ირანის ატომურ იარაღთან დაკავშირებით სტამბულში უშედეგოდ დამთავრდა.  ირანი ისევ აცხადებს, რომ ატომურ იარაღს ის მხოლოდ მშვიდობიანი მოხმარებისთვსი ქმნის და საერთაშორისო სანქციები არასამართლიანია.

ირანელი ანალიტიკოსის ამირ მუსავის აზრით, თუ დასავლეთი სანქციებს არ გააუქმებს, მოლაპარაკებები უსაფუძვლოა. „თუ გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირისა და ამერიკის სანქციები გრაფიკის მიხედვით მოიხსნება, შესაძლებელია ამ თემაზე საუბრის გაგრძელება. ირანი მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუსმენს და გაიგებს რა სურს მისგან დასვლეთს’,-აცხადებს მუსავი.