„თბილისის საოპერო ფესტივალი“ დღეს იხურება

„თბილისის საოპერო ფესტივალი“ დღეს იხურება

დღეს, „თბილისის საოპერო ფესტივალი“ გალა კონცერტით სრულდება. დღევანდელ საღამოზე წარმოდგენილი იქნება ფრაგმენტები ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინისა და პიეტრო მასკანის ოპერებიდან.

კონცერტში მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად  მიიღებენ თეატრის სოლისტები - თეა დემურიშვილი, ლეგი იმედაშვილი, მიშელინა ქობალიანი, ზაალ ხელაია. გალა კონცერტს ჯანლუკა მარჩანო იდირიჟორებს.

„თბილისის საოპერო ფესტივალს“ დედაქალაქმა წელს პირველად უმასპინძლა. ის 9 ივლისს, პეტრე ჩაიკოვსკისა და ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებებით გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში, შესრულდა ვერდის „ნაბუქო” რომლის შესრულებაში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობდა ფესტივალის სპეციალური სტუმარი - ანტონინის უნივერსიტეტის გუნდი (ლიბანი) და გერმანიაში მოღვაწე მომღერალი რამაზ ჩიკვილაძე.