IRI: პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში  სააკაშვილი და პარტიების რეიტინგში  „ნაც. მოძრაობა“ ლიდერობს

IRI: პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში სააკაშვილი და პარტიების რეიტინგში „ნაც. მოძრაობა“ ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 73% - ით, ხოლო პარტიების რეიტინგში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ვის მისცემდით ხმას, 43% პასუხობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, 24% - „ქართულ ოცნებას“, 7% - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“, ხოლო 21% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 37% მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭრდა, 24% კოალიცია „ქართული ოცნების“  ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მისცემდა ხმას,  ხოლო 7% - „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს.

კვლევის ფარგლებში, საქართველოს 1 500 მოქალაქე გამოიკითხა.