მამუკა ღლონტი:  ნებართვა მას შემდეგ გაიცა, რაც დარწმუნდნენ  რომ ამ ტვირთში თეფშები არ იყო

მამუკა ღლონტი: ნებართვა მას შემდეგ გაიცა, რაც დარწმუნდნენ რომ ამ ტვირთში თეფშები არ იყო

ტელეკომპანია „მაესტროს“  საბაჟოზე ტექნიკის შემოტანის ნებართვა უკვე მისცეს.  „მაესტროს“ ერთ-ერთი  დამფუძნებლი, მამუკა ღლონტი ვარაუდობს, რომ  ნებართვა მას შემდეგ გაიცა, რაც დარწმუნდნენ  რომ ამ ტვირთში თეფშები არ იყო.

„მას შემდეგ,  რაც   საინფორმაციოში გაჟღერდა ეს ამბავი, ჩემი ვარაუდით,  იქ რაღაც მოილაპარაკეს,  ნახეს რომ  ტელეკომპანიის კუთვნილ ტვირთში  თეფშები არ იყო  და საბაჟოზე გაჩერებული ტექნიკა  სატელიტურ აპარატურას არ უკავშირდებოდა. შესაბამისად,   პოზიცია შეიცვალეს“, - განაცხადა ღლონტმა.

ღლონტის თქმით, საბაჟოზე თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ „მაესტროს“ ტექნიკა  კამერალურ შემოწმებას გადიოდა.

„რაც დაახლოებით, ერთი კვირა გაგრძელდებაო. ახლა პოზიცია შეიცვალეს და დღესვე წაიღეთო. ალბათ, ტექნიკას უპრობლემოდ შემოვიტანთ“, - განაცხადა ღლონტმა.