როზა წყაბელიას  შეურაცხმყოფელი ქმედების გამო ბაკურ მალიშავასა და გია გუგუჩიას 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

როზა წყაბელიას შეურაცხმყოფელი ქმედების გამო ბაკურ მალიშავასა და გია გუგუჩიას 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა  გუშინ  სოფელ ცაიშში მცხოვრები ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩია დააკავეს. ამის შესახებ აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი დაკავებულთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მოქალაქე როზა წყაბელიას მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებას. დაკავებულებმა ის მოსახლეობის შეკრების ადგილიდან  წყაბელია  ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

განცხადების თანახმად, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს  საუბნო  განყოფილების უფროსი  გელა ნარუშვილი, რომელმაც არ აღკვეთა აღნიშნული ფაქტი, რის გამოც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„მალიშავა ბაკური და გუგუჩია გია დაკავებული იქნენ პოლიციის მიერ და სასამართლომ მათ შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით. შსს-მ  მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა  ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს  საუბნო  განყოფილების უფროსი  გელა ნარუშვილი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს,  არ გაითვალისწინა   კანონით მასზედ დაკისრებული მოვალეობა და არ აღკვეთა ზემო აღნიშნული ფაქტი”, - ნათქვამია განცხადებაში.