„მაესტროს“ ტექნიკის საბაჟოზე შემოტანის უფლება მიეცა

„მაესტროს“ ტექნიკის საბაჟოზე შემოტანის უფლება მიეცა

ტელეკომპანია „მაესტროს“ ტექნიკის საბაჟოზე შემოტანის უფლება მიეცა. ამის შესახებ, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავად ის საბაჟოზე იმყოფება, სადაც ტვირთის შემოტანის შესახებ ნებართვა უკვე გაიცა. 

„საბაჟოზე გვითხრეს, რომ კამერალური შემოწმება უნდა დაეწყოთ, ახლა ამბობენ, არანაირი პრობლემა არ არისო. ვერ ვხვდები, ალბათ თამაშობენ და ერთობიან. თუ არაფერი შეიცვალა, ტექნიკას უპრობლემოდ შემოვიტანთ“- აღნიშნა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, ტელეკომპანიას დეკორაციული ვიდეოკედელი, რომელიც ახალი გადაცემისთვის შემოჰქონდა და რომელიც უცხოეთიდან ჩამოყვანილ სპეციალისტთა ჯგუფს უნდა დაემონტაჟებინა, საბაჟოზე გააჩერეს და მისი შემოტანის საშუალება რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ.