თურქეთმა სირიასთან საზღავრი ჩაკეტა

თურქეთმა სირიასთან საზღავრი ჩაკეტა

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს დილიდან  სირიასთან საზღვარი ჩაკეტილია და ყველა გამშვებმა პუნქტმა მუშაობა შეწყვიტა.

ეს გადაწყვეტილება თურქეთმა მას შემდეგ მიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბაშარ ასადის რაზმები ალეპოსკენ მიემგზავრებიან, სადაც აჯანყებულები არიან განლაგებული და სადაც მე-6 დღეა სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს. ალეპო კი თურქეთ-სირიის საზღვრიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს. ბრძოლები გრძელდება ქალაქ დერააშიც, საიდანაც აჯანყებულებმა ასადის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა და დედაქალაქ დამასკოსა და მის შემოგარენში.

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, სირიაში ექვსი თვის მანძილზე 19 ათასი ადამიანია დაღუპული.